რას ვაკეთებთ
„ხელოვანი“ ქართველი ხელოვანების ხელნაკეთ ნამუშევრებს ერთ სივრცეში აერთიანებს. საიტზე არაფერს ვყიდით და გადახდებს არ ვიღებთ: მყიდველი ავტორის ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე გადადის და შეკვეთა პირდაპირ მასთან ხდება. ყიდვა-გაყიდვის მხარე ავტორი და მყიდველია, ჩვენ ამ გარიგებაში მონაწილე არ ვართ.
ვის შეუძლია განთავსება
- მხოლოდ ხელნაკეთ ნამუშევრებს ვაქვეყნებთ: ხელით ან ავტორის ორიგინალი ნახატით შექმნილს. ქარხნული ნაწარმი და გადაყიდვა არ გვაინტერესებს.
- ფოტოები და ტექსტები შენი უნდა იყოს, ან გქონდეს მათი გამოყენების უფლება.
- განაცხადში მითითებული ინფორმაცია (სახელი, ბმულები, ქალაქი) ზუსტი უნდა იყოს.
- გამოქვეყნებამდე განაცხადს ვამოწმებთ და უარის თქმის უფლებას ვიტოვებთ.
ფასი
- რეგისტრაცია და განთავსება სრულიად უფასოა, ვალდებულების გარეშე.
- გაყიდვებზე პროცენტს არ ვიღებთ: საიტზე გაყიდვა არ ხდება და ყველა შემოსავალი შენია.
რას იღებ
- შენს პროფილს, ნამუშევრების გვერდს და ადგილს კატეგორიებსა და ძიებაში.
- ყოველი თვის 1 რიცხვში იმეილით გიგზავნით რეპორტს: რამდენი ადამიანი გადავიდა საიტიდან შენს ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე.
- გაყიდვებს, ვიზიტებსა და გადასვლების კონკრეტულ რაოდენობას არ გპირდებით. რეპორტი მხოლოდ იმას აჩვენებს, რაც რეალურად მოხდა.
შეწყვეტა
შეგიძლია ნებისმიერ დროს მოგვწერო და გაუქმება მოგვთხოვო, ჩვენ პროფილს სწრაფად მოვხსნით. ჩვენც შეგვიძლია პროფილი მოვხსნათ, თუ ამ წესებს დაარღვევ ან ნამუშევრები ხელნაკეთი არ აღმოჩნდება.
შენი ფოტოები და ტექსტები
ფოტოები, ტექსტები და ნამუშევრები შენი რჩება. განთავსებით საიტზე მათი ჩვენების უფლებას გვაძლევ. გაუქმებისას მათაც მოვხსნით.
პასუხისმგებლობა
ნამუშევრის ხარისხზე, ფასზე, მიწოდებასა და დაბრუნებაზე პასუხისმგებელია ავტორი. საიტი გზას აჩვენებს და გარიგებაში არ მონაწილეობს. ბმულებისა და მესამე მხარის პლატფორმების (ინსტაგრამი, ფეისბუქი) მუშაობაზე პასუხს ვერ ვაგებთ.
ცვლილებები
ამ პირობებს შეიძლება შევცვალოთ. განახლებულ ვერსიას აქ გამოვაქვეყნებთ და ზემოთ თარიღს შევცვლით, არსებულ ხელოვანებს კი იმეილით ვაცნობებთ. ფასის ცვლილებას წინასწარ ვაცნობებთ და ის არ ამოქმედდება შენი თანხმობის გარეშე.
კითხვა გაქვს?
მოგვწერე და გიპასუხებთ: khelovani.ge@gmail.com