გახდი პარტნიორი
ხშირად დასმული კითხვები
ყველაფერი, რაც ხელოვანმა უნდა იცოდეს გაწევრიანებამდე: ფასი, რეპორტი და ყიდვა.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს?
არაფერი: რეგისტრაცია და განთავსება სრულიად უფასოა, ვალდებულების გარეშე. გაყიდვებზე პროცენტს არ ვიღებთ: ჩვენს საიტზე არაფერი იყიდება და მთელი შემოსავალი შენია.
ჩამომაჭრიან თანხას ავტომატურად?
არა. გადასახდელი არაფერია და ბარათის მონაცემებს არ გთხოვთ.
რას გააკეთებთ ჩემთვის?
შენი გვერდი ნამუშევრებით, ფასებით და ინსტაგრამის/ფეისბუქის ღილაკებით, ადგილი კატეგორიებსა და ძიებაში, საჩუქრების გვერდებზე გამოჩენა და ჩვენი სოც ქსელებიდან გაცნობა.
როგორ გავიგებ, მუშაობს თუ არა?
ყოველი თვის 1 რიცხვში გამოგიგზავნით რეპორტს: რამდენმა ადამიანმა აღმოაჩინა შენი გვერდი და რამდენი გადავიდა შენს ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე. ციფრები რეალურია და ზუსტად იმას აჩვენებს, რაც მოხდა.
დამპირდებით გაყიდვებს?
არა, პატიოსნად ვერ დაგპირდებით. პლატფორმა ახალია და ერთად ვიზრდებით. ჩვენ ახალ მყიდველებს გზას ვაჩვენებთ, ყიდვა კი უკვე პირდაპირ შენთან ხდება.
ყიდვა სად ხდება?
პირდაპირ შენთან, შენს ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე. გადახდასა და მიწოდებაზე შენ და მყიდველი შეთანხმდებით, ჩვენ გარიგებაში არ ვმონაწილეობთ.
რა მჭირდება დასაწყებად?
განაცხადის ფორმა: სახელი, ბრენდის სახელი, ქალაქი, მიმართულება, ინსტაგრამის ბმული და მოკლე ბიოგრაფია. ნამუშევრებს შენს გვერდზე ჩვენ ავარჩევთ და ფასებსაც მაშინ ჩავწერთ, თუ გინდა.
რამდენ ხანში გამოვჩნდები საიტზე?
განაცხადს ვამოწმებთ და პროფილს, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ვაქვეყნებთ.
ნებისმიერი ნივთი შეიძლება?
მხოლოდ ხელნაკეთი: ხელით ან ავტორის ორიგინალი ნახატით შექმნილი. ქარხნული ნაწარმი და გადაყიდვა არ გვაინტერესებს.
შემიძლია გაუქმება?
კი, ნებისმიერ დროს. მოგვწერე და თანამშრომლობას გავაუქმებთ: პროფილსა და ფოტოებს სწრაფად მოვხსნით.
ჩემი ფოტოები და ტექსტები ვისია?
შენი რჩება. განთავსებით მხოლოდ საიტზე მათი ჩვენების უფლებას გვაძლევ და გაუქმებისას მათაც მოვხსნით.
ვერ იპოვე პასუხი?
მოგვწერე და სწრაფად გიპასუხებთ. khelovani.ge@gmail.com


