ხელოვანი.
← ყველა ხელოვანი
მხატვარითბილისი✦ ახალი ხელოვანი

გიორგი კიკაძე

20 ნამუშევარი

შესაძენად მიწერე ავტორს:

ნამუშევრები

ფასები საორიენტაციოა: ზუსტი ფასი და შეკვეთის პირობები ხელოვანთან დააზუსტე.

ავტორის შესახებ

დავიბადე ხაშურის რაიონის სოფელ ტეზერში. ძერწვა დავიწყე 8 წლის ასაკში, ხოლო ხატვა 10 წლის ასაკში. თბილისში მოღვაწეობა დავიწყე 13 წლის ასაკში, სამხატვრო აკადემიაში ვესწრებოდი ლექციებს. 15 წლის ასაკში, 2009 წელს, დავიწყე პროფესიონალური სწავლა მერაბ ბერძენიშვილის სამხატვრო სტუდიაში „მუზა“. პედაგოგები: მერაბ ბერძენიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე. ვსწავლობდი ქანდაკებისა და ხატვის მიმართულებით. დავამთავრე 2015 წელს წარჩინებით. 2022 წელს დავამთავრე ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელმწიფო სამხატვრო სკოლა. პედაგოგები: გურამ ფუტკარაძე, თეიმურაზ მახარაძე. 2018 წლიდან ვარ მხატვართა კავშირის წევრი. მქონდა 3 პერსონალური გამოფენა თელავში, ხაშურსა და თბილისში. მონაწილეობას ვიღებ კონკურსებში, ვარ მრავალგზის გამარჯვებული. სიღნაღის საერთაშორისო არტ ფესტივალის 2-გზის გამარჯვებული ვარ. ორმოცამდე ჯგუფურ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მქონდა გამოფენები იტალიაში, რომის ფესტივალზე: გამოფენა გაიმართა რომში, ვატიკანსა და ფლორენციაში. საფრანგეთში, პარიზში, საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. მაქვს ორი საკუთარი სახელოსნო-გალერეა. ვყიდი ნახატებს მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ქვეყანაში. ჩემი ნამუშევრები დაცულია მუზეუმებში და კერძო კოლექციებში მსოფლიოს მასშტაბით. ვარ 5 კონკურსის გამარჯვებული, მოპოვებული მაქვს გრან-პრი და სამი ლაურეატის მედალი. ვმუშაობ მასიურად ქანდაკებაზე, ფერწერასა და გრაფიკაზე. მყავს მოსწავლეები. მქონდა 15 საავტორო გადაცემა მხატვრობაზე ყველა სატელევიზიო არხზე. ასევე ვემსახურები მხატვრობას შემოქმედებითად და განვითარებით. ვარ სულით და ხორცით ხელოვანი. შეკვეთისთვის მომწერეთ ინსტაგრამზე.

მოგეწონა?

მიწერე ავტორს და შეუკვეთე პირდაპირ, შუამავლის გარეშე.